დიმიტრი ქუმსიშვილი: “გაზპრომთან” მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს

“გაზპრომთან” მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მხოლოდ დაზუსტებული ინფორმაციის შემდეგ შეძლებს აღნიშნულზე კომენტარის გაკეთებას.
“არ მაქვს აღნიშნულზე ინფორმაცია. საღამოს ალბათ კიდევ გვექნება შეხვედრის შესაძლებლობა და მხოლოდ დაზუსტებული ინფორმაციის მიღების შემდეგ შემიძლია, რამე მოგაწოდოთ”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 25 სექტემბერს “გაზპრომის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძისა და “გაზპრომის” პრეზიდენტის, ალექსეი მილერის შეხვედრის შესახებ.რუსული კომპანიის ცნობით, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ბუნებრივი აირის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
“საუბარი იყო საქართველოში რუსული გაზის მიწოდებასა და გაზის ტრანზიტზე მესამე ქვეყნებში”, – იტყობინება “გაზპრომი”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები