მარტვილში კამერული მუსიკის პირველი საერთაშორისო ფესტივალი „სალხინოს სასახლის კამერატა“ გაიმართება

2-4 ოქტომბერს, პირველად საქართველოში კამერული მუსიკის პირველი საერთაშორისო ფესტივალი „სალხინოს სასახლის კამერატა“ გაიმართება. ფესტივალის ორგანიზატორებმა – კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი „დღეს“ ხელმძღვანელმა ნინელი ჭანკვეტაძემ, ფესტივალის ინიციატორმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა, მუსიკოსმა შიო აბრახამიამ, ფესტივალის დირექტორმა-კომპოზიტორმა ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკიმ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრეს.12019812_1054555564589287_1477688196243127221_n
მათი განცხადებით, ავსტრიიდან, პოლონეთიდან, სომხეთიდან, არგენტინიდან და იტალიიდან მოწვეული უმაღლესი კლასის მუსიკოსები ფესტივალში მონაწილეობას სრულიად უსასყიდლოდ მიიღებენ.
კამერული მუსიკის ფესტივალი ღია ცის ქვეშ სალხინოს სასახლის ეზოში გაიმართება. ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორის ნინელი ჭანკვეტაძის განცხადებით, ფესტივალის ორგანიზებაში მათ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო დაეხმარა.
„ფესტივალის იდეის გაჟღერებისთანავე ჩვენ გვერდით დაგვიდგა მუნიციპალიტეტის გამგეობაც, საკრებულოც და მოხდა ისე, რომ ეს ყველაფერი კულტურის სამინისტროს ჩარევის გარეშე კეთდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფესტივალი იქნება და ის მხოლოდ ადგილობრივი რესუსრის გამოყენებით გაიმართება“, – აღნიშნა ნინელი ჭანკვეტაძემ.
ორგანიზატორთა თქმით, ფესტივალის მიზანია მარტვილის მუნიციპალიტეტში ხელი შეუწყოს კულტურული ცხოვრების გააქტიურებას, ტურიზმის განვითარებას, და რაც მთავარია, სალხინოს სასახლეში მეოცე საუკუნემდე არსებული კულტურული სალონური საღამოებისა და კონცერტების ჩატარების ტრადიცია აღდგეს.
როგორც იდეის ავტორმა შიო აბრახამიამ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, ფესტივალზე ჩამოსული უცხოელი სტუმრებისთვის მარტვილის კანიონსა და ადრეული საუკუნეების სამონასტრო კომპლექსში ექსკურსიები მოეწყობა. მანვე იმ ადამიანების შესახებაც ისაუბრა, რომლებიც ფესტივალის ორგანიზატორებს გვერდით დაუდგნენ.12049394_1054555571255953_4806761543755524990_n
„ფესტივალი იმართება ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს ლოცვა-კურთხევით. ფესტივალის მხარდამჭერები და სპონსორები არიან: მარტვილის ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრი, კომპანია შპს „მარტვილავტოგზა“, მარტვილის სამედიცინო ცენტრი „მკურნალი“, „მარტვილი წყალი გრილი“, კომპანია ,,ვუდ ექსპორტი’’, სასტუმრო და საბანკეტო დარბაზი ,,მარტვილი’’, კერძო სკოლა ,,სხივი’’, მარტვილის სავაჭრო ცენტრი ,,ბუმი’’. აგრეთვე: კარლო ბეჭვაია, კახა კვესელავა, ალექსანდრე ხურცილავა, ალექსანდრე ახვლედიანი, კობა ჯანაშია, გიზო ჩიხლაძე, აკაკი თოდუა, სოსო გვაზავა, ირინე გადელია, კოტე კოტია, დავით ციკოლია და როინ გვილავა, ფრიდონ ინჯია, რომელიც 25 სექტემბერს ახალ სასტუმროს „მარტვილი პალასი“ გახსნის და პირველი სტუმრები ფესტივალის უცხოელი მუსიკოსები იქნებიან, ქუთაისში სასტუმრო „ბაგრატის“ მფლობელი მანანა გოგლიჩიძე; ჩვენი მუსიკალური ინდუსტრიის ბრენდები: „მიფასი“, „ბრავო რეკორდსი“. „ბრავო რეკორდსი“ ფესტივალის აუდიოჩაწერას განახორციელებს.
საორგანიზაციო ჯგუფი: ფესტივალის ინიციატორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, მუსიკოსი შიო აბრახამია. ფესტივალის დირექტორი, კომპოზიტორი ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი. ფონდ „დღეს“ დირექტორი ბექა ჯუმუტია, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ანი ჩანგიანი. მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია. კონსულტანტები: პიანისტი თათა ლიჩელი და მუსიკისმცოდნე მაია სიგუა. ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: საინფორმაციო – ანალიტიკური პორტალი „კვირა“, საინფორმაციო სააგენტო „პირველი“. ტელეკომპანიები: პირველი არხი, „ერთსულოვნება“, აჭარის ტელევიზია, „იმედი“, – აღნიშნა შიო აბრახამიამ.
რაც შეეხება მონაწილეებს, ბადრი ბაგრატიონ გრუზინსკის განცხადებით, სამი დღის განმავლობაში, 3-3 კოლექტივი ორი დღის განმავლობაში წარდგება მსმენელის წინაშე, მესამე დღეს კი გალა კონცერტი გაიმართება. ფესტივალს პირველ დღეს ქართული სიმებიანი კვარტეტი გახსნის.12072774_1054555647922612_2115657779234132033_n
„ფესტივალში ავსტრიის ინტერნაციონალური კამერული ორკესტრი „არპეჯონე’“ , იტალიელ გიტარისტთა დუეტი „ბლანკო-სინაკორი“, პოლონური დუეტი კლასიკურ აკორდეონსა და ვიოლინოზე „დუო კაროლინა მიკოლაიჩეკი და ივო იედინეცკი“, არგენტინელი ვირტუოზი ბანდონეონისტი (გარმონი) მარსელო ნისინმანი, სიმებიანი კვარტეტი სომხეთიდან „მირზოიან კვარტეტი’“ (კომპ.ედვარდ მირზოიანის სახელის მატარებელი) და ახალგაზრდული სიმებიანი კვარტეტი თბილისიდან „ლალე“ მონაწილეობენ:. დღევანდელ რეალობაში საყურადღებო ფაქტია, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის ფესტივალი სრულად ფინანსდება (მხოლოდ) მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიზნეს სექტორის ფინანსური მხარდაჭერით“, – განაცხადა ბადრი გრუზინსკიმ.
მისივე განცხადებით, დასწრება როგორც მოსაწვევებით, ასევე ბილეთებითაც იქნება შესაძლებელი. ბილეთის ფასი 10 ლარი იქნება. მოსაწვევებით ორგანიზატორები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების, მუსიკათმცოდნეების, კრიტიკოსების, სხვადსხვა სასწავლებლის მუსიკალური ფაკულტეტების ხელმძღვანელებისა და სტუდენტების მოწვევას გეგმავენ.
ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ფესტივალი მუდმივ ხასიათს მიიღებს და მას ყოველწლიურად გამართავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები