საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ღიაა ყველა მედია საშუალებასთან თანამშრომლობისათვის“

ენერგეტიკის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომლითაც სხვადასხვა საიტების საშუალებით, ტარიფების კლებასთან დაკავშირებით კახა კალაძის რამდენიმე წლის წინანდელი კომენტარის ხელახლა გავრცელებას ეხმაურება. ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტმანეტი მედიასაშუალებებს მოუწოდებს, ნუ შეუწყობენ გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებას და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ხელს.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ღიაა ყველა მედიასაშუალებასთან თანამშრომლობისათვის და ნებისმიერი ინფორმაციის მიღება, ან გადამოწმება შესაძლებელია საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში.
“რამდენიმე დღეა, გაურკვეველი საიტებით ვრცელდება სამი წლის წინანდელი განცხადება ტარიფების კლებასთან დაკავშირებით, რომელიც ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ 2012 წელს გააკეთა. მოვუწოდებთ ყველას არქივიდან ამოღებული ინფორმაციები გავრცელდეს სათანადო ფორმით – მითითებული იყოს რიცხვი და განახლების (ციტირების) საბაბი. აგრეთვე, კიდევ ერთხელ, შეგახსენებთ, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ღიაა ყველა მედია საშუალებასთან თანამშრომლობისათვის და ნებისმიერი ინფორმაციის მიღება, ან გადამოწმება შესაძლებელია საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები