ნინო გვენეტაძე: ჩვენ მზად ვართ, სამართლიანი კრიტიკა ვითმინოთ

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებზე ზეწოლასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე გამოეხმაურა.
როგორც გვენეტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გადაწვეტილების მიღება არის ძალიან რთული პროცესი და სასამართლოს მშვიდი და ნორმალური ფუნქციონირება სჭირდება.
„გადაწყვეტილების მიღება არის ძალიან რთული პროცესი, სასამართლოს მშვიდი და ნორმალური ფუნქციონირება სჭირდება, თუმცა ასევე საზოგადოების წინაშე სასამართლო არის ანგარიშვალდებული, რაც მიანიშნებს საზოგადოებისთვის მარტივი და გასაგები ენით ყველა ინფორმაციის მიტანას, რომელიც მის ინტერესებში შედის და რომელიც პოზიტიურ კუთხეს ემსახურება, რომ ნდობა მართლმსაჯულებისადმი ამაღლდეს. მე ვერ გეტყვით, რა დონის აქციებზეა ლაპარაკი, ნებისმიერი გამოსვლა, კრიტიკა შეიძლება. მაგრამ ის თუ სხვა ფორმაშია, რომელიც შეურაცხყოფს სასამართლოს, შეიძლება იქნეს გაკრიტიკებული და დაგმობილი საზოგადოების მიერ, მაგრამ არა სასამართლო ხელისუფლების მიერ. ჩენ მზად ვართ, სამართლიანი კრიტიკა ვითმინოთ“,- განაცხადა გვენეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები