საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭოს 4 წევრს უფლებამოსილების კანონით განსაზღვრული ვადა ამოეწურა

საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭოს 7 დან 4 წევრს უფლებამოსილების კანონით განსაზღვრული ვადა ამოეწურა. საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭოს ცნობით, “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს 2011 წლის 5 ივლისის #210 გადაწყვეტილების საფუძველზე “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,იმ პერიოდში მოქმედი სამეურვეო საბჭოს წევრების, კერძოდ, ზურაბ დავითაშვილის, ნინო დანელიას და გიორგი მელაძის უფლებამოსილების ვადები განისაზღვრა2015 წლის 1 სექტემბრამდე. ამავე ვადით განისაზღვრა ასევე ნატალია დვალის უფლებამოსილების ვადაც, რომელიც ჩაენაცვლა გიგა ნასარიძეს. ამჟამად, მონიტორინგის საბჭოს 3 წევრი ჰყავს: მამუკა ფაჩუაშვილი, დავით კანდელაკი და ემზარ გოგუაძე. მათ უფლებამოსილება 2017 წლის 1-ელ სექტემბერს ეწურებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები