კახეთში 78 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

28 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავდა 78 ათას ტონამდე ყურძენი – ინფორმაციას ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღვინის ქარხნებში ყურძენი 10 500 მევენახემ ჩააბარა.
“მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა რეგიონში 48 მლნ ლარს მიაღწია. 27 სექტემბერს დღეღამურად გადამუშავდა 6 981 ტ, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და მიუთითებს, რომ რთველი კახეთში კვლავ აქტიურ ფაზაშია. ამ დროისთვის გადამუშავებულია რქაწითელი 36 ათას ტონამდე, საფერავი – 32 ათას ათას ტონამდე, ასევე 1,9 ათასი ტონა კახური მწვანე და 8,5 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი. რთველი კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტში – 27,2 ათას ტონამდე. კახეთის რეგიონის დანარჩენი მუნიციპალიტეტების მონაცემები ასე გამოიყურება: თელავი – 16 ათასი ტ., ყვარელი – 14,4 ათასი ტ., სიღნაღი – 7,1 ათას ტ., ლაგოდეხი- 6,2 ათასი ტ., დედოფლისწყარო – 2,1 ათასი ტ., ახმეტა – 1,9 ათასი ტ. და საგარეჯო – 2,8 ათასი ტონა. ყურძნის გადამუშავების პროცესში ამ ეტაპზე ჩართულია ღვინის მწარმოებელი 67 კერძო კომპანია და ასევე სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 18 ღვინის საწარმო“,-აღნიშნავენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები