ვისგან მიიღო 3 თვეში 10 მილიონი “რუსთავი 2“-მა?

ვისგან მიიღო სამ თვეში 10 მილიონი “რუსთავი 2“-მა? – ამ სათაურით გაზეთი “კვირის ქრონიკა“ დღევანდელ ნომერში სტატიას აქვეყნებს. გამოცემა კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში წარდგენილი მონაცემების მიხედვით, “რუსთავი 2“-ის მიერ ბოლო ერთ კვარტალში მიღებული შემოსავლების შესახებს წერს.
“ბოლო ერთ კვარტალში რეკლამის სახით “რუსთავ2“-ს მიღებული აქვს 9 მილიონ 79 ათას 841 ლარი,ხოლო საეთერო დროის გაყიდვიდან, მიიღო 103 ათას 594 ლარი. ამ კომპანიის მთავარი დამფინანსებლები არიან: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“, პარტია “დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო“, “თი-ბი-სი ბანკი“, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, “ელიტ-ელექტრონიქსი“, “ჯი-პი-სი“,“ბრენდჰაუსი“, “გუდვილი“, “თი-ბი-სი TV“, “ინტერმედია“, “ისთერნ პრომოუშენი“, “მაგთიკომი“, “მაგი სტილი მედია“, “მედია პორტი“, “ნოვა პროდაქშენს““მობიტელი“, “ჯეოსელი“,“ავას მედია ჯორჯია“ პსპ აფთიაქი“, “ასკანელი ძმები“ “თეგეტა მოტორსი“, “ორბი ჯგუფი“, “ჯეპრა“, – აღნიშნულია სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები