ტარიელ ხეჩიკაშვილმა ახალგაზრდებთან ერთად გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო

27 სექტემბერს გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, სტუდენტური თვითმმართველობებისა და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის წარმომადგილებმა ყვავილებით შეამკეს.
აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა და თვითმმართველობების ხელმძღვანელებმა მასშტაბური მსვლელობა მოაწყვეს.
მსვლელობას შეუერთდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის მოადგილეები აკაკი ლოდია, შალვა გოგალაძე და რევაზ ჯაველიძე,სამინისტროს თანამშრომლები, ასევე ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი გიგა გაბელაია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები