საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირებმა ყვავილებით შეამკეს და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.
„ჩვენი სამშობლოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის უსფრთხოებას ალტერნატივა არ გააჩნია და ერთიან, დემოკრატიულ, თავისუფალ, წარმატებულ საქართველოში ჩვენი მომავალი თაობები ერთად იცხოვრებენ, როგორც ჩვენი ქართველები, საქართველოს მოქალაქენი ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად“ – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ.
სოხუმის დაცემიდან დღეს 22 წელი შესრულდა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები