ქართველმა მორაგბეებმა დაღუპული სამხედროს ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 25 სექტემბერს მსოფლიო ჩემპიონატზე გამართული თამაში ავღანეთში დაღუპულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეს მიუძღვნა.
ინგლისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის მატჩზე, არგენტინასთან ასპარეზობის დროს, ბორჯღალოსნებს მარჯვენა მკლავზე შავი ლენტები ჰქონდათ დამაგრებული. ამ ჟესტით საქართველოს ნაკრების წევრებმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულებისას დაღუპული ჯარისკაცის, პირველი კლასის რიგით ვასილ ყულჯანიშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს.
დაღუპული სამხედრო მოსამსახურის უკანასკნელი სურვილი იყო, რომ ჯარისკაცებს რაგბის ნაკრების მხარდასაჭერად პატარა ვიდეორგოლი გადაეღოთ. ეს სურვილი მას თანამებრძოლებმა და მეგობრებმა გარდაცვალების შემდეგ შეუსრულეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები