დავით ნარმანიამ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო

თბილისი მერმა დავით ნარმანიამ, დედაქალაქის მთავრობის წევრებთან ერთად , გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.
„დღეს სოხუმის დაცემის დღეა. ძალიან მწარედ და ტრაგიკულად მახსოვს ეს დღე, ამიტომაც ყოველთვის მოვდივარ აქ სიმბოლურად, ჩვენი გმირი თანამებრძოლების სახელის გასახსენებლად და სულის მოსახსენებლად, რომლებიც ქვეყნის ერთიანობისთვის იბრძოდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ჩვენი ქვეყანა ტერიტორიულად მთლიანი, დამოუკიდებელი და თავისუფალი ყოფილიყო. ჩვენი ვალია, რომ არასდროს დავივიწყოთ ისინი, მოვიყვანოთ ჩვენი შვილები და გადავცეთ მათ ის გმირობა, რა გმირობაც ამ ადამიანებმა ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის ჩაიდინეს“,- განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები