დავით უსუფაშვილი: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას აღარ დასჭირდება სისხლი

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას აღარ დასჭირდება სისხლი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გმირთა მემორიალთან განაცხადა, სადაც მან აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
უსუფაშვილის თქმით, ეს მშვიდობიანი გზით, თანამედროვე დემოკრატიულ სამყაროსთან ერთად მოხდება.
“დღეს, კიდევ ერთხელ, საქართველოს ყველა მოქალაქე იმ დღეს ვიხსენებთ, როცა ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული ფურცელი დაიწერა. ვიხსენებთ გმირებს, რომლებიც ამ ბრძოლაში დაეცნენ. ყველა ერთად ვდებთ პირობას, რომ ვაგრძელებთ ჩვენს ბრძოლას, შრომას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, დაკარგული ხალხის შემოსარიგებლად, გმირების ნაღვაწის დასასრულებლად. დარწმუნებული ვარ, ეს მოხდება და ამას აღარ დასჭირდება სისხლი. ეს იქნება მშვიდობიანი გზით, თანამედროვე დემოკრატიულ სამყაროსთან ერთად. დარწმუნებული ვარ, რომ ეს აუცილებლად იქნება”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სოხუმის დაცემიდან 22 წელი გავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები