სოზარ სუბარი: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება და ყველა დევნილი საკუთარ სახლებს დაუბრუნდება”, – აღნიშნული განცხადება დევნილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა გმირთა მოედანზე, აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან გააკეთა.
ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, აფხაზეთის დასაბრუნებლად ქვეყანამ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას და ყველასთვის მიმზიდველი სახელმწიფო გახდეს.
„ამისთვის გვმართებს გონიერება, მტკიცედ სვლა დემოკრატიისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ და აშენება ეკონომიკურად განვითარებული და დემოკრატიული სახელმწიფოსი, რომელიც მიმზიდველი იქნება ყველა ჩვენი ყოფილი თუ ახლანდელი მოქალაქისთვის”, – განაცხადა სოზარ სუბარმა. შეგახსენებთ, რომ სოხუმის დაცემიდან 22 წელი გავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები