საქართველოში რეგისტრირებულ შიდსის ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 5 ათასს გადააჭარბა

მიმდინარე წლის 22 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით აივ/შიდსის 5234 შემთხვევა დაფიქისირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თვის დასაწყისიდან დღემდე ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 36,9 პროცენტით გაიზარდა.
აივ/შიდსის ინფიცირებულთა სტატისტიკით „კვირა“ დაინტერესდა.
როგორც ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო -პრაქტიკული ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა, 2014 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ჰეტეროსექსუალური გადაცემის გზით ინფიცირების შემთხვევები 25 პროცენტითაა გაზრდილი, ჰომო/ბისექსუალური გადაცემის გზით 163 პროცენტით.
ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ნარკოტიკების მოხმარების შედეგად ინფიცირების შემთხვევები 18,5 პროცენტით არის შემცირებული. ცნობისთვის: 2015 წლის 1 სექტემბრის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით შიდსის ვირუსით ინფიცირების 5177 შემთხვევა აღირიცხა, 21 დღეში კი 57 შემთხვევით გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები