პაატა ზაქარეიშვილი: მთავრობები იცვლებიან, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება არასოდეს დაივიწყებს ამ დღეს

მთავრობები იცვლებიან, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება არასოდეს დაივიწყებს ამ დღეს, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა გმირთა მოედანზე განაცხადა, სადაც აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
“აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს დაღუპული გმირების ხსოვნას მინდა პატივი მივაგო. მეც იქ ვიყავი და ვხედავდი როგორ იბრძოდნენ. დღევანდელი დღე ერთის მხრივ, არის ჯვართამაღლება და ჯვრის მადლი გვაძლევს იმედს, რომ ყველაფერი ისე დასრულდება, როგორც ქართველი ხალხის ინტერესებს შეესაბამება, მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, არის სამწუხარო დღე და ვიხსენებთ ჩვენს გმირებს და მინდა მივუსამძიმრო მათ ოჯახებს. “, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
სოხუმის დაცემის დღიდან დღეს 22 წელი გავიდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლა 13 თვისა და 13 დღიანი ბრძოლის შემდეგ, 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები