როგორ ამინდებია მოსალოდნელი მომდევნო დღეების განმავლობაში

საქართველოს მასშტაბით მომდევნო დღეების განმავლობაში არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი. შესაძლებელია ხანმოკლა წვიმა ელჭექით.
ამის შესახებ „კვირას“გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
მისივე ინფორმაცით, მომდევნო სამი დღის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის ქარი დაახლოებით 10-15 მეტრი წამში. მაქსიმალური ტემპერატურა აჭარის სანაპირო რაიონებში იქნება 28 გრადუსი.
კოლხეთის დაბლობზე: იმერეთი – სამეგრელოს რეგიონში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 34 გრადუსს მიაღწევს.
ამ დღეების განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში, მოსალოდნელია უფრო მეტად დილის საათებში მცირე ხანმოკლე წვიმა. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 26 გრადუსამდე გათბება. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ასევე შესაძლებელია დილის საათებში მცირე ხანმოკლე წვიმა და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 25 გრადუსი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები