“გაერო-ს სამიტზე საქართველოს პრემიერის გამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო“

თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის შეფასებით, გაერო-ში მდგრადი განვითარების სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა მნიშვნელოვანი იყო.
როგორც თინა ხიდაშელმა აღნიშნა, ეს გამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. “გაეროს სამიტზე ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლა იყო. პრაქტიკულად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს მიერ, მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის თვალსაზრისით, საგზაო რუკაც კი იყო”,- აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გაეროს 2015 წლის შემდგომი მდგრადი განვითარების სამიტზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით წარსდგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები