კახა კალაძე: უნდა შევძლოთ იმ ჩატეხილი ხიდის აშენება, რომელიც წლებია დანგრეულია

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი საქართველოს ვიცე -პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ყვავილებით შეამკო.
კახა კალაძემ აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. “ახალი თაობები გაიზარდა და იზრდება, ჩვენ ყველამ უნდა შევძლოთ იმ ჩატეხილი ხიდის აშენება, რომელიც წლებია დანგრეულია. ჩვენ უნდა მოვახერხოთ იმ საერთო სახლის აშენება, სადაც ერთად ვიცხოვრებთ. ჭირშიც და ლხინშიც ერთმანეთს გვერდით დავუდგებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დღეს სოხუმის დაცემის დღიდან 22 წელი გავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები