შსს-ს აკადემიაში ამერიკელმა სპეციალისტებმა ტრენინგი ჩატარეს

შსს-ს აკადემიაში საზოგადოებასთან ურთიერთობის და სოციალური მედიის თემაზე ხუთდღიანი ტრენინგი ჩატარდა.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, სწავლებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის, სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, შსს-ს სსიპ-ების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
ტრენინგი საქართველოში აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ორგანიზებით და აშშ-ს ჯორჯიის შტატის საგამოძიებო ბიუროს (GBI) მხარდაჭერით გაიმართა. სწავლებას ჯორჯიის შტატის ქალაქ დანვუდის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ბილ გროგანი და მედიასთან ურთიერთობის სპეციალისტი თიმ ბაროუზი წარუძღვნენ. სწავლების დროს განიხილეს საზოგადოებასთან ურთიერთობების, საზოგადოებისთვის ძირითადი მესიჯების მიწოდების, სოციალური მედიის ეფექტურად გამოყენების, საზოგადოებასთან ურთიერთობის ფარგლებში სოციალური მედიის როლის განსაზღვრის, მედიასთან დაკავშირებული გამოწვევების და კრიზისული სიტუაციების დროს სწორი კომუნიკაციის საკითხები. სწავლების ფარგლებში ასევე განიხილეს იყო პრაქტიკული მაგალითები და გაიმართა მსოფლიოში მომხდარი, გახმაურებული ფაქტების ირგვლივ მსჯელობა, რაც მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან ურთიერთობების კუთხით ამერიკული სტანდარტების უკეთ გაცნობისთვის.
შსს-ს წარმომადგენლებისთვის მსგავსი სწავლება უკვე მეორედ ჩატარდა. კურსის დასრულების შემდეგ, ტრენინგის ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები