შინაგან საქმეთა სამინისტროს სტუდენტები ეწვივნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტები ეწვივნენ.
როგორც “კვირას” შსს-დან აცნობეს, სტუდენტებს უწყების საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები შეხვდნენ.
შეხვედრაზე სტუდენტებს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნეს. სტუმრებმა ასევე დეტალური ინფორმაცია მიიღეს ევროინტეგრაციის კუთხით შსს-ს კომპეტენციაში შემავალი ვალდებულებების განხორციელების შესახებ, კერძოდ, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით, ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების იმპლემენტაციის თაობაზე. ღონისძიება მიზნად ისახავდა შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმებისა და ევროინტეგრაციის კუთხით განხორციელებული საქმიანობის შესახებ სტუდენტების ინფორმირებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები