შს სამინისტროს აკადემიაში ხუთდღიანი ტრენინგი ჩატარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში საზოგადოებასთან ურთიერთობის და სოციალური მედიის თემაზე ხუთდღიანი ტრენინგი ჩატარდა, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის, სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, შს სამინისტროს სსიპ-ების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
შსს-ს ცნობით, ტრენინგი საქართველოში აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ორგანიზებით და აშშ-ს ჯორჯიის შტატის საგამოძიებო ბიუროს (GBI) მხარდაჭერით გაიმართა. სწავლებას ჯორჯიის შტატის ქალაქ დანვუდის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ბილ გროგანი და მედიასთან ურთიერთობის სპეციალისტი თიმ ბაროუზი წარუძღვნენ. სწავლების დროს განიხილეს: საზოგადოებასთან ურთიერთობები; საზოგადოებისთვის ძირითადი ინფორმაციის მიწოდება; სოციალური მედიის ეფექტურად გამოყენება; სოციალური მედიის როლის განსაზღვრა; მედიასთან დაკავშირებული გამოწვევები და კრიზისული სიტუაციების დროს სწორი კომუნიკაციის საკითხები. ტენინგის ფარგლებში განიხილეს პრაქტიკული მაგალითები და გაიმართა მსოფლიოში მომხდარი, გახმაურებული ფაქტების ირგვლივ მსჯელობა, რაც მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან ურთიერთობების კუთხით ამერიკული სტანდარტების უკეთ გაცნობისთვის.
შსს-ს წარმომადგენლებისთვის მსგავსი სწავლება უკვე მეორედ ჩატარდა. კურსის დასრულების შემდეგ, ტრენინგის ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები