ირაკლი ნადარეიშვილი: მთავარი პროკურორი უწყების უცხო სხეული არ უნდა იყოს

ეს ჩემი სუბიექტური აზრია, რომ მთავარი პროკურორი არ უნდა იყოს უწყების უცხო სხეული და მას უნდა ჰქონდეს გარკვეული გამოცდილება, – ასე უპასუხა მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი ნადარეიშვილმა კითხვას, თუ როგორი უნდა იყოს მთავარი პროკურორი.
როგორც ირაკლი ნადარეიშვილმა “მოამბის” ჩართვაში განაცხადა, მთავარმა პროკურორმა აუცილებლად უნდა იცოდეს, სადაა სისტემა სამკურნალო, წინააღმდეგ შემთხვევაში, მკურნალობამ, შესაძლოა, ფატალური შედეგი გამოიღოს.
“ჩემი, როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქის სუბიექტური აზრია, რომ მთავარი პროკურორი, გარდა იმისა, რომ რომ უნდა იყოს კეთილსინდისეირი, უნდა სარგებლობდეს ავტორიტეტით, ჩემი აზრით, არ უნდა იყოს პროკურატურისთვის უცხო სხეული. ანუ, უნდა იცოდეს, როგორ მუშაობს გამოძიება, რაშია ბრალდების სპეციფიურობა, ვინც არ უნდა იყოს წარდგენილი მთავარი პროკურორის კანდიდატად, მიმაჩნია, რომ მას პროკურატურაში მუშაობის გამოცდილება, უნდა იცოდეს, როგორ ფუნქციონირებს სისტემა.
მას უნდა ჰქონდეს პრაქტიკული გამოცდილება, პირველ რიგში, უნდა იცოდეს სისტემა, უნდა იცოდეს, სად არის სისტემა სამკურნალო, წინააღმდეგ შემთხვევაში, მკურნალობის არასწორმა კურსმა შეიძლება ფატალურ შედეგამდე მიიყვანოს პაციენტი. ეს ჩემი სუბიექტური აზრია, რომ მთავარი პროკურორი არ უნდა იყოს უწყების უცხო სხეული და მას უნდა ჰქონდეს გარკვეული გამოცდილება”, – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები