ირაკლი ნადარეიშვილი: სისხლის სამართლის საქმეები პრიორიტეტებად არ დაგვიყვია

 

სწორი კურსი გვაქვს აღებული, როდესაც პრიორიტეტებად არ დავყავით სისხლის სამართლის საქმეები, – ამის შესახებ სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა.

როგორც მან, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა, დეპარტამენტს საქმის გამოძიების ფარგლებში არანაირი კრიტერიუმი, არანაირი რიგითობა არ ჰქონია და არ ექნება.

„კონკრეტული და მკაფიო კრიტერიუმი ან რაიმე სახის რიგითობა დეპარტამენტს არ გააჩნია და რატომ, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დავყოფდით გამოსაძიებელ საქმეებს, ან ცნობადი სახეების ან რეზონანსული საქმეების მიხედვით, ეს გამოიწვევდა მოქალაქეებში უსამართლობის განცდას. სწორი კურსი გვაქვს აღებული, როდესაც პრიორიტეტებად არ დავყავით სისხლის სამართლის საქმეები. ჩვენ პარალელურ რეჟიმში ვაწარმოებთ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას და პირველ რიგში მთავრდება ის სისხლის სამართლის საქმე და იმ სისხლის სამართლის საქმის ანგარიშით წარვსდგებით საზოგადოების წინაშე, რომელზედაც შედარებით უფრო ადრე ხდება მტკიცებულებათა შეგროვება და კონკრეტულ შემაჯამებელ გადაწყვეტილებამდე მისვლა. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ არანაირი კრიტერიუმი, არანაირი რიგითობა… საქმის გამოძიების დეპარტამენტს ასეთი სტრატეგია არ ჰქონია და არ ექნება“, – განაცხადა ნადარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები