ირაკლი ნადარეიშვილი: ქონების იძულებით ჩამორთმევის ფაქტზე დაახლოებით 700 -ზე მეტი საჩივარია შემოსული

სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, დეპარტამენტში ქონების იძულებით ჩამორთმევის ფაქტზე 700 -ზე მეტი საჩივარია შესული. როგორც ნადარეიშვილმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, ამ ეტაპზე 200 – ზე მეტ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. „ათასობით საჩივარი ნამდვილად შემოსულია დეპარტამენტში, მაგრამ უშუალოდ ქონების იძულებით ჩამორთმევის ფაქტზე დაახლოებით 700 -ზე მეტი საჩივარია. დანარჩენი საჩივრები ეხება სხვადასხვა კვალიფიციურ დანაშაულებს. რაც შეეხება გამოძიებას, ამ ეტაპზე ვაწარმოებთ 200 – ზე მეტ სისხლის სამართლის საქმეზე ძიებას. რაც თავის თავში მოიცავს არა მხოლოდ ორას დანაშაულს, ფაქტები მრავალეპიზოდიანია და შესაბამისად, გაცილებით დიდი რაოდენობის დანაშაულებრივ ეპიზოდებზე გვიწევს გამოძიების წარმოება“, – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები