გიორგი კვირიკაშვილი აშში გამართულ შეხვედრებს დადებითად აფასებს

საგარეო საქმეთა მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ში გამართულ შეხვედრებს დადებითად აფასებს.
კვირიკაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიის გენერალური დებატების გახსნაზეც იმყოფებოდა.
“ძალიან ბევრი საინტერესო შეხვედრები შედგა. გვქონდა შეხვედრა გაეროს ეკონომიკური თანამშრომლობის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელთან. დღეს კიდევ გვექნება ბევრი შეხვედრა. ძირითადად, საუბარი გვქონდა ორმხრივ საკითხებზე, ეს არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხები და გაეროს ფორმატში იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ რეზოლუცია, რომელიც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები