დავით ბაქრაძე სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს შეხვდა

25 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, დავით ბაქრაძე და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე, თამარ მედულაშვილი სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს შეხვდნენ. სტუდენტებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა სტუდენტებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმდინარე პროცესსა და ამ პროცესის თანმხლებ გამოწვევებზე ესაუბრა. დავით ბაქრაძემ ქართული საზოგადოებისა და პოლიტიკური სისტემის განვითარებისათვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე კომუნიკაციის სტრატეგიის ეფექტიანი განხორციელებისა და საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის მნიშვნელობას. დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის პროცესში სტუდენტების მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ.

როგორც უწყებამ “კვირას” აცნობა, შეხვედრაზე ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში მიმდინარე რეფორმებზე, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პერსპექტივასა და საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკომისიის მე-3 ანგარიშის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით ჩატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს. ნატოში ინტეგრაციის პროცესზე საუბრისას, სახელმწიფო მინისტრმა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ვარშავის სამიტისთვის მზადებასა და მოლოდინებზე გაამახვილა ყურადღება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები