საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები დაიწყო

დღეს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები დაიწყო.
3220 მსურველი (აქედან ქალი – 2186 და კაცი – 1034), გამოცდას ეტაპობრივად 14 ოქტომბრის ჩათვლით ჩააბარებს.
“სერტიფიცირება საქართველოს მოქალაქის საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნისა და ზოგადი უნარების დადგენას ისახავს მიზნად;
ასევე, სერტიფიცირება საკანონმდებლო მოთხოვნაა, რომელიც შემდგომში საარჩევნო ადმინისტრაციას, მაღალკვალიფიციური მოხელეების შერჩევაში შეუწყობს ხელს” , – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საგამოცდო პროცესს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი უზრუნველყოფს.
თავად გამოცდის მიმდინარეობას კი არასამთავრობო ორგანიზაცია „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“ დააკვირდება.
ცესკოს ინფორმაციით, გამოცდის ჩატარების ხანგრძლივობა 1 საათია და ელექტრონული ტესტირების მეთოდით ტარდება. თითოეულმა გამოსაცდელმა შემთხვევითი შერჩევის მეთოდით მოცემული 30 საგამოცდო ტესტიდან სერტიფიკატის მისაღებად 24-ს სწორი პასუხი უნდა გასცეს.
გამსვლელი ქულის მიღების შემთხვევაში გამოსაცდელს სერტიფიკატი ადგილზე გადაეცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები