ლარის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით სპეციალური მონეტა მოიჭრა

ეროვნული ვალუტის, ლარის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა.
როგორც ქადაგიძემ სასტუმრო “რედისონში” ბანკების მმართველთა კლუბის კონფერენციის მიმდინარეობისას აღნიშნა, კონფერენციას შეგნებულად დაამთხვიეს ლარის იუბილე.
“ლარის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით მთელი რიგი ღონისძიებები იგეგმება. მოიჭრა სპეციალური მონეტა. ასევე დაგეგმილი გვაქვს ბევრი სიურპრიზი უშუალოდ ფულის ნიშნებთან დაკავშირებით. მომავალ კვირაში ამ პროექტების პრეზენტაცია გაიმართება”, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები