“სააკაშვილის ძმა უკრაინაში ნავთობის ბიზნესში ჩაერთო”

„უკრაინის მთავარი „ანტიკორუფციონერის“ მიხეილ სააკაშვილის ძმა – დავითი დღეს უკრაინაში ნავთობის დისტრიბუციაში მესამე პირია. ეს ადამიანი კალოშებით დადიოდა და ახლა ის მილიარდერია“, – ამის შესახებ გაზეთ „მოსკოვსკი კომსომოლეცისთვის“ მიცემულ ინტერვიუში „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია აცხადებს.
მისივე თქმით, სააკაშვილი ცდილობს უკრაინაში საქართველოს მოდელი გადაიტანოს და იქ კორუფციულ პირამიდას ქმნის. „მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ „ოჯახში“ როგორც ბიოლოგიური, ასევე არაბიოლოგიური ნათესავები შედიან. იმისთვის, რომ ამ დაჯგუფებაში მოხვდეს, ადამიანი მისი პოლიტიკური მოკავშირე უნდა იყოს. საქართველოში ეს იყო კარგად ორგანიზებული პოლიტიკური ბანდა, რომელმაც გაძარცვა სახელმწიფო, გაძარცვა ქართველი ხალხი, გადაინაწილა ბიზნესის 100%. თანაც ეს ძალიან არაადამიანური მეთოდებით ხდებოდა. თუ ბიზნესმენი ქონების ან ბიზნესის გადაფორმებაზე უარს ამბობდა, მას ციხეში სვამდნენ, მერე აწამებდნენ და ამ პროცესს ვიდეოზე იღებდნენ, შემდეგ ან კადრებს ოჯახს უგზავნიდნენ და ეუბნებოდნენ, რომ წამებას გააგრძელებენ, თუკი ის ბიზნესს მათ მიერ დასახელებულ პირზე არ გადააფორმებდა“, – აცხადებს ბაღათურია.
„ქართული დასის“ ლიდერის თქმით, ასეთივე მეთოდებით სააკაშვილი და მისი გუნდის წევრები უკრაინაში აპირებენ მოქმედებას. ეს ქართველი ხალხის შეშფოთებას იწვევს, ვინაიდან ქართველები უკრაინელებს მოძმე ერად თვლიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები