ლევან კობიაშვილი ზესტაფონში საფეხბურთო კლუბის ბაზაზე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი ზესტაფონში, საფეხბურთო კლუბის ბაზაზე იმყოფებოდა, სადაც ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მას აინტერესებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში არსებულ საფეხბურთო კლუბებს როგორ პირობებში უწევთ ვარჯიში და თამაშისთვის მომზადება.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი ფეხბურთის გულშემატკივრებს შეხვდა და მათ კითხვებსაც უპასუხა.
კობიაშვილის თქმით, წინასაარჩევნო პროცესები ფეხბურთის ფედერაციაში ობიექტურად მიმდინარეობს და ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები ობიექტურად ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები