გიორგი მარგველაშვილი აშშ-ში ქართველ ემიგრანტებს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აშშ-ში, ნიუ იორკსა და მის მიმდებარე შტატებში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს შეხვდება.
ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრა 27 სექტემბერს გაიმართება.
“ნიუ იორკსა და მის მიმდებარე შტატებში მცხოვრები ემიგრანტების საყურადღებოდ!
27 სექტემბერს, 20:00 საათზე ქ. ნიუ იორკში გაიმართება საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ქართულ დიასპორასთან.
ღონისძიების ადგილი: Hotel “Le Parker Meridian” 199 West 56th street, New York, NY 10019 (მე-7 და მე-6 ავენიუებს შორის)”, – აღნიშნულია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პრეზიდენტი ნიუ იორკში არაერთ ორმხრივ შეხვედრას გამართავს. ორმხრივი შეხვედრები და საჯარო გამოსვლებია დაგეგმილი დედაქალაქ ვაშინგტონშიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები