ავღანეთში დაღუპული ვასილ ყულჯანიშვილის ცხედარი რუსთავში გადაასვენეს (ფოტოკოლაჟი)

ავღანეთში დაღუპული პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი რუსთავში, საკუთარ სახლში გადაასვენეს. გმირულად დაღუპულ ჯარისკაცს მშობლიურ ქალაქში განსაკუთრებული პატივით დახვდნენ. თანაქალაქელებმა და სამხედროებმა რუსთავის შესასვლელიდან მის საცხოვრებელ სახლამდე ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს.
IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითის, ვასილ ყულჯანიშვილის ცხედარი სამშობლოში დღეს ბაგრამის საავიაციო ბაზიდან, აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით, სპეციალური რეისით გადმოასვენეს. დაღუპული ჯარისკაცი აეროპორტიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს ესკორტმა მოტოციკლეტებითა და პატრულის ციმციმიანი ავტომანქანებით გააცილა.
„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის დროს დაღუპული ჯარისკაცი საკუთარ სახლში თავდაცვის მინისრმა თინათინ ხიდაშელმა, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ- მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ, მინისტრის მოადგილეებმა და შეიარაღებული ძალების მაღაჩინოსნებმა მიაცილეს.
გარდაცვლილ ჯარისკაცს ორშაბათს რუსთავის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაასვენებენ, სამშაბათს, 29 სექტემბერს, 14:00 საათზე კი, რუსთავის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ვასილ ყულჯანიშვილი 1994 წლის 8 აგვისტოს დაიბადა. იგი საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონში 2013 წლიდან მსახურობდა. ამჯერად კი ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში იმყოფებოდა. პატრულირებისას ქართველ სამხედროებზე თავდასხმა პირდაპირი ცეცხლით განხორციელდა. სროლების დროს IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სერჟანტი პაატა როსტობაია დაიჭრა. დაზღვევაზე მყოფი პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი დაშავებული თანამებრძოლის ევაკუაციის დროს დაიღუპა.
ჯარისკაცის ოჯახს მთავრობა კანონით განსაზღვრულ 100 ათას ლარს გამოუყოფს, დაკრძალვის ხარჯებს კი თავდაცვის სამინისტრო დაფარავს.
avgan2
avgan
avg4

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები