გიორგი მღებრიშვილი ავღანეთში გმირულად დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურის ცხედრის გადმოსვენების ცერემონიას დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ავღანეთში გმირულად დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურის ცხედრის გადმოსვენების ცერემონიას დაესწრო და გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით, სპეციალური რეისით, ბაგრამის საავიაციო ბაზიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს ჩამოასვენეს.
სამგლოვიარო ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ, ნატოს სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი მაქსიმილიან ედერი, საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების თავდაცვის ატაშეები და დაღუპულის ოჯახის წევრები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები