პაატა ზაქარეიშვილი: პრომლემები არის, თუმცა გატაცებული ადამიანები შედარებით მალე თავისუფლდებიან

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი სოფელ დვანიდან საქართველოს მოქალაქეების გატაცებას გამოეხმაურა.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პრომლემები არის, თუმცა გატაცებული ადამიანები შედარებით მალე თავისუფლდებიან, ვიდრე ადრე.
„პრომლემები არის, თუმცა გატაცებული ადამიანები შედარებით მალე თავისუფლდებიან, ვიდრე ადრე იყო, მაგრამ ეს ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი არ არის. უკვე განთავისუფლებულია არასრულწლოვანი ახალგაზრდა და, დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე მეორე დაკავებულიც გათავისუფლდება“, – განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორბის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სოფელ დვანიდან ერთი ოჯახის 2 წარმომადგენელი გაიტაცეს, მათ შორის – ერთი არასრულწლოვანი. გატაცებული 13 წლის ტატო მამაგულიშვილი უკვე გათავისუფლებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები