დედოფლისწყაროში ძველ, ამორტიზებულ საავადმყოფოს ახალი სტაციონარი ჩაანაცვლებს

სამუშაო პროცესი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ეკა სეფაშვილმა შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ დირექტორთან, იოსებ ოზაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ დედოფლისწყაროში ახალ მრავალპროფილურ საავადმყოფოს 2014 წლიდან აშენებს.
პროექტის მიხედვით საავადმყოფოს შენობა თანამედროვე დიზაინითა და კეთილმოწყობილი ეზოთიერთსართულიანი იქნება.
ახალი მრავალპროფილური კლინიკა დედოფლისწყაროსა და ირგვლივ მდებარე 16 სოფლის 32 531 მცხოვრებს მოემსახურება. სტაციონარი უახლესი ტექნიკით აღიჭურვება და პაციენტებს ყველა ტიპის სამედიცინო მომსახურებას გაუწევს.
პროექტი სახელმწიფო და მუნიციპალური ბიუჯეტებიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 მლნ 700 ათას ლარია. ამ ეტაპზე მშენებლობაზე 24 ადამიანია დასაქმებული.
მრავალპროფილური საავადმყოფოს მშენებლობა დედოფლისწყაროში მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები