ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინდიკატორული გაზომვები დაიწყო

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე თავისუფლების მოედანზე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინდიკატორების დამონტაჟების პროცესს დაესწრნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტოს პრესსამსახური აქვეყნებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის გაძლიერებისა და ქსელის გაფართოების მიზნით, ჰაერში სხვადასხვა დამაბინძურებლის კონცენტრაციების გამზომი მოწყობილობები საქართველოს მასშტაბით 60-მდე წერტილში (თბილისი, რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, თელავი) დამონტაჟდა. თბილისში 26 წერტილი შეირჩა.
გარკვეული პერიოდის შემდეგ ინდიკატორები შეგროვდება, განთავსდება კონტეინერებში და შესაბამისი პირობების დაცვით დიდ ბრიტანეთში ლაბორატორიული ანალიზის ჩასატარებლად გაიგზავნება.
მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გარემოს ეროვნულ სააგენტოს შესაძლებლობა ექნება, თბილისსა და სხვა ქალაქებში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების არსებული მდგომარეობა უფრო დეტალურად განსაზღვროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები