ნიკოლას ბერლინერი: მსგავსი ინციდენტები უკანონო ოკუპაციას ასახავს

მსგავსი ინციდენტები ვითარების გაუმჯობესებას ხელს არ უწყობს და მხოლოდ უკანონო ოკუპაციას ასახავს, – ასე გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე, ნიკოლას ბერლინერი დვანიდან ახალგაზრდების გატაცების ფაქტს.
ნიკოლას ბერლინერი შიდა ქართლში იმყოფებოდა და ის საოკუპაციო ხაზის მიმდიანრე სოფლების მოსახლეობას შეხვდა.
„მსგავსი ინციდენტები ვითარების გაუმჯობესებას ხელს არ უწყობს და მხოლოდ უკანონო ოკუპაციას ასახავს. შეერთებული შტატების პოზიცია ნათელია და ის არ შეცვლილა. ჩვენ არ ვაღიარებთ დე ფაქტო რეჟიმებს ამ ტერიტორიებზე, ჩვენ ვაღიარებთ და მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა ნიკოლას ბერლინერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები