ჯანდაცვის სამინისტრომ დასაქმების კვირეული თელავში გამართა

თბილისის შემდეგ, დასაქმების კვირეული კახეთში, ქალაქ თელავში გაიმართა. როგორც “კვირას“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, მონაწილე კომპანიებსა და სამუშაოს მაძიებლებს თელავის სახელმწიფო თეატრმა უმასპინძლა.
სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებმა ადგილზე შეარჩიეს მათთვის სასურველ კადრები და მათ გაესაუბრნენ.
სამინისტროს ინფორმაციით, დამსაქმებლებმა 80 პოზიციაზე, 100-მდე ვაკანსია წარმოადგინეს, დასაქმების კვირეულში კახეთის მასშტაბით 22 კომპანია მონაწილეობს.
კვირეულზე ვაკანსიები საბანკო, საფინანსო, სარესტორნო, სავაჭრო, ტურიზმის და სხვა სექტორებიდან იყო წარმოდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები