ტანვარჯიშის ფედერაციის შენობის რეაბილიტაცია 2016 წელს დასრულდება

თბილისის წყალდიდობით დაზარალებულ, საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაციას, „ვი-თი-ბი“ ბანკმა ხუთასი ათასი აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსება გამოუყო.
13 ივნისის წყალდიდობის შედეგად ფედერაციის შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა, ხოლო სპორტული ინვენტარი პრაქტიკულად მთლიანად განადგურდა. გამოყოფილი დაფინანსების შედეგად, ხუთასამდე სპორტსმენი და მოზარდი გაუმჯობესებულ პირობებში და საერთაშორისო სტანდარტის სპორტული აღჭურვილობით ივარჯიშებენ.
სარემონტო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება და 2016 წელს დასრულდება.
,,მნიშვნელოვანია ჩვენთვის „ვი-თი-ბი“ ბანკის მხარდაჭერა, მივესალმებით მსგავს ინიციატივებს და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა წარმატებული იქნება, რაც სპორტის განვითარებას ხელს შეუწყობს’’, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ ღონისძიების დასრულების შემდეგ.
ერთობლივ პრესკონფერენციას თბილისის მერის მოდგილე ირაკლი ლექვინაძე, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი არეშიძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები