იან კელი: შემძრა სიმამაცემ, რომელიც რიგითმა ყულჯანიშვილმა გამოავლინა

შემძრა სიმამაცემ, რომელიც გამოავლინა რიგითმა ყულჯანიშვილმა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა, სადაც ის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროს ვასილ ყულჯანიშვილის ჩამოსვენებას ესწრება.
იან კელიმ მომხდარის გამო მიუსამძიმრა როგორც სრულიად საქართველოს, ისე დაღუპულის ოჯახს.
“ძალიან სამწუხარო დღეა პირადად ჩემთვის და ამერიკელი ხალხისთვის. მწუხარება მინდა გამოვხატო როგორც ოჯახის, ასევე მთელი საქართველოსადმი. შემძრა სიმამაცემ, რომელიც გამოავლინა რიგითმა ყულჯანიშვილმა. ვუსამძიმრებ თქვენს ქვეყანას და განსაკუთრებით რიგითის ოჯახს”, – აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები