ვახტანგ კაპანაძე: ავღანეთში 31 ქართველი სამხედრო დაიღუპა

 საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების რაოდენობა 31-ს შეადგენს.
მისივე განმარტებით, 30 ქართველი სამხედრო ავღანეთში დაიღუპა, ერთი კი – კაპრალი დავითაია, რომელიც ავღანეთში დაიჭრა, საქართველოში გარდაიცვალა.
“დამერწმუნეთ, იქ მყოფი სამხედროები გამოირჩევიან საკმარისი ცოდნითაც და აღჭურვულობითაც იმისთვის, რომ მაქსიმალურად შეამცირონ რისკი. თუმცა, შემცირება არ ნიშნავს რისკის გამორიცხვას.
რთული რეგიონია, ცხელი წერტილია, შესაბამისად, მსგავსი შემთხვევისგან დაზღვეული არავინ არ არის”, – განაცხადა კაპანაძემ.
კიდევ ერთი ქართველი სამხედრო ვასილ ყულჯანიშვილი ავღანეთში 22 სექტემბერს დაიღუპა. მას საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები