ბიორეგულაციური თერაპიის შესაძლებლობების თემაზე სამეცნიერო სიმპოზიუმი გაიმართება

 სასტუმრო ”შერატონ ბათუმში”, ხვალ თემაზე „ბიორეგულაციური თერაპიის შესაძლებლობები ზოგად თერაპიულ პრაქტიკაში” საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება.
კონფერენცია გერმანული კომპანია ”ჰეელის” ორგანიზებით და ფარმაკოლოგიისა და რაციონალური ფარმაკოთერაპიის ასოციაცია „უპირველესია, არ ავნოს“ თანამონაწილეობით ტარდება და მასში ავსტრიიდან, გერმანიიდან, უკრაინიდან და საქართველოდან საერთაშორისოდ ცნობილი და აღიარებული პროფესორები მიიღებენ მონაწილეობას. კონფერენციას დასავლეთ საქართველოდან 200-მდე ექიმი დაესწრება. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან გორგილაძე მიმართავს. ავსტრიელი მედიცინის დოქტორი, პროფესორი უთე პრიგლინგერი კი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე „საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებებისას წარმოშობილი მწვავე ტკივილის ქრონიკულ ფორმაში გადასვლის თავიდან აცილება ბიორეგულაციური თერაპიის მეშვეობით“. უკრაინაში მოღვაწე ქართველი ექიმის, პროფესორ ბესიკ შამუგიას თქმით, ნებისმიერი სპეციალობის ექიმი, რომელიც კონფერენციას დაესწრება, მოკლე დროის განმავლობაში მიიღებს მაღალეფექტურ და საიმედო ინსტრუმენტს ყოველდღიური პრაქტიკისთვის. „ბოლო დროს სულ უფრო აქტუალურია ცხოვრების ჯანსაღი წესი, რომელიც მიმართულია სხვადასხვა დაავადების განვითარების თავიდან ასაცილებლად და ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაძლიერებისკენ. ცხოვრების ჯანსაღი წესი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ორგანიზმზე გარემო ფაქტორების (ტექნოლოგიური, ეკოლოგიური, ფსიქო-ემოციური, პოლიტიკური და სამხედრო) უარყოფითი ზეგავლენაგაიზარდა. ამ სახის ცვლილებები უარყოფითად მოქმედებენ ჯანმრთელობაზე. ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, მნიშვნელოვანია, გათვალისწინებული იყოს ალოპათიური პრეპარტების უსაფუძვლო მიღება, რაც ადამიანის ორგანიზმზე ტოქსიურად მოქმედებს. საერთაშორისო კონფერენციაზე წამყვანი სპეციალისტები გერმანიიდან, ავსტრიიდან, უკრაინიდან და საქართველოდან მოხსენებას წაიკითხავენ კომპანია „ჰეელის” კომპლექსური ბიოლოგიური პრეპარატებით მრავალი დაავადების მკურნალობის შესახებ“, – აღნიშნა ბესიკ შამუგიამ. მისი თქმით, მსგავსი სახის ღონისძიებები ევროპის არაერთ ქვეყნაში ტარდება. „მოხარული ვარ, რომ საქართველო არ ჩამორჩება. ახლო მომავალში მსგავსი ღონისძიებები საქართველოს სხვა ქალაქებშიც ჩატარდება“, – აღნიშნავს პროფესორი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები