გურიაში ავტომანქანა ხევში გადავარდა – არის მსხვერპლი

გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი რომელშიც რამდენიმე მგზავრი ისხდა, ხევში გადავარდა.
ავარიის შედეგად 20 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. ხოლო, რაც შეეხება ავტომობილში მყოფ დანარჩენ მგზავრებს, მათ მცირედი დაზიანებები მიიღეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები