ზაქარია ქუცნაშვილი: პრემიების შემცირების წინააღმდეგ ორი ნოდარი გამოდის – ხადური და ებანოიძე

მარეგულირებელი კომისიების წევრების 15-ათასიანი ხელფასები პატიოსნების საზომი არ არის, – ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი განცხადებებს, რომლებიც პრემიების შეზღუდვასთან დაკავშირებით მის ინიციატივას მოჰყვა.
ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ სტერეოტიპი უნდა დაინგრას, რომ საჯარო მოხელე პატიოსნად ვერ იმუშავებს, თუკი 2000-3000 ხელფასები არ ექნება.
„ამ ცვლილებების წინააღმდეგ ორი ნოდარი გამოდის – ხადური და ებანოიძე. რაც შეეხება ხადურის განცხადებას, ყველა ვალდებული ვართ, პატიოსნად ვიმუშაოთ, რადგან პატიოსნებით პრემია არ განისაზღვრება”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.
ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივაზე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს.
შეგახსენებთ, დეპუტატი იანვრამდე პრემიების გაცემის შეზღუდვას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები