შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი 51 – ე საჯარო სკოლაში მიიწვიეს

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში წარმატებული სასწავლო წლის აღსანიშნავად კურსდამთავრებულთა საზეიმო მიღება გაიმართა.
როგორც „კვირას“ შავი ზღვის უნივერსიტეტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მიღებაზე მოწვეულნი იყვნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ქალბატონი თამარ სანიკიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ბატონი გიორგი შარვაშიძე.
ღონისძებაზე ასევე მოწვეულნი იყვნენ სხვადასხვა წარმატებული უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები, მათ შორის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ილიას ჩილოღლუ.
2014-2015 სასწავლო წელს 51- ე საჯარო სკოლას 61 სახელმწიფო გრანტის მფლობელი კურსდამთავრებული ჰყავს.
მათ შორის არიან იბსუ-ს პირველკურსელები: თამარ ჩხართიშვილი, რომელიც ოქროს მედალოსნის სტატუსით და სახელმწიფო გრანტით სარგებლობს, რაც მას იბსუ-ში უფასოდ სწავლის უფლებას აძლევს. ქეთევან თარხნიშვილი, ასევე 51-ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია, არის იბსუ-ს სასკოლო ოლიმპიადის პრიზიორი, მან 75% -ი ფასდაკლების უფლება მოიპოვა იბსუ-ში.
მოწვეულმა სტუმრებმა მისალოცი სიტყვით მიმართეს აუდიტორიას. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა წარმატებები უსურვა შეკრებილ სტუდენტებს, უამბო იმ განსაკუთრებული მიღწევების და პირობების შესახებ, რომელსაც იბსუ სთავაზობს თავის აბიტურიენტებს.
შეხვედრის ბოლოს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ილიას ჩილოღლუმ თბილისის 51-ე საჯარო სკოლის დირექტორს მანანა თურქაძეს მადლობის ნიშნად საპატიო დიპლომი გადასცა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 51-ე საჯარო სკოლის დირექციას მოწვევისთვის მადლობას უხდის!

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები