სახალხო დამცველმა სამხედრო სამსახურის დადებით და უარყოფით მხარეებზე დებატები გადადო

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ავღანეთში ტრაგიკულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ჩამოსვენების ცერემონიალის გამო, საჯარო დებატები, რომელზეც სავალდებულო სამხედრო სამსახურის დადებით და უარყოფით მხარეებზე იგეგმებოდა მსჯელობა, გადაიდო.
ამასთან, ავღანეთში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს.
„გვინდა გაცნობოთ, რომ ავღანეთში ტრაგიკულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ვასილ ყულჯანიშვილის ჩამოსვენების ცერემონიალის გამო, სახალხო დამცველმა მიიღო გადაწყვეტილება, გადადოს საჯარო დებატები, რომელზეც სავალდებულო სამხედრო სამსახურის დადებით და უარყოფით მხარეებზე იგეგმებოდა მსჯელობა. სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო და უსამძიმრებს დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს“,- აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები