აფხაზეთს რუსეთის მხრიდან დემოგრაფიული ანექსიის საფრთხე ემუქრება

რუსეთი აფხაზეთს გენოფონდის გადასარჩენად “გამოსავალს” სთავაზობს – აფხაზ ქალბატონებს რუსეთის ერთ-ერთ კლინიკაში ჩაიყვანენ, რუსულ გენთან შეჯერებით ხელოვნურ განაყოფიერებას ჩაუტარებენ და ნათესაური გენების აღრევა მოხდება,- ამის შესახებ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში „დემოგრაფიული აღორძინების ფონდის” თავმჯდომარემ თამარ ჩიბურდანიძემ ისაუბრა.
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ჯანდაცვის ე.წ. მინისტრმა ანზორ გოოვმა რუსეთის მხრიდან დემოგრაფიული ანექსიის საფრთხეზე ისაუბრა. ჩიბურდანიძის განმარტებით, გოოვმა მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში სააგენტო „აპსნიპრესთან“ინტერვიუში აღნიშნა, რომ მოსკოვის ხელოვნური განაყოფიერების კლინიკა „ეკო ალტრავიტა“, რომელთანაც აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრომ თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, „აფხაზეთის დემოგრაფიული განვითარების“ პროგრამის ნაწილი უნდა გახდეს. როგორც ინტერვიუდან ირკვევა, აფხაზეთში უნაყოფობის პრობლემა აქტუალურია და რუსული ბიოლოგიური მასალის გამოყენებით აფხაზეთის დემოგრაფიული განვითარება მოხდება.
„რუსეთის მხრიდან აფხაზეთში საკუთარი ბიორესურსის ბანკის შექმნის შეთავაზება არ მომხდარა. ეს არის აფხაზური გენოფონდის რუსულ გენოფონდთან ასიმილაცია და არა აფხაზური გენოფონდის გადარჩენა. ეს მცირერიცხოვანი ერისთვის დიდი საფრთხის შემცველია“.- აღნიშნა ჩიბურდანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები