დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ ფოიეში დაჭრილი პოლიციელი რეანიმაციულ განყოფილებაში, აპარატულ სუნთქვაზე იმყოფება. როგორც „კვირას“ქირურგიის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უმძიმესია.
„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია. ის კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება“,- აცხადებენ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში.
შეგახსენებთ, რომ 19 სექტემბერს, „ახმეტელის თეატრის“ ფოიეში ნიკა ბ-მ საპატრულო პოლიციის თანამშრომელ ირაკლი ს-ს, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და მიმალვა სცადა.
დაჭრილმა პატრულ-ინსპექტორმა თავად მოახერხა ბრალდებულის შეჩერება და შემთხვევის ადგილზევე დააკავა. გამოძიება პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე თავდასხმის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები