ჯაბა ჯიშკარიანი ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგს განაგრძობს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი მის სამაჟორიტარო ოლქში მდებარე შემოერთებულ სოფლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგს განაგრძობს.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, საკრებულოს დეპუტატმა, მთაწმინდის გამგებლის მოადგილესთან ბადრი ხვადაგიანთან ერთად, დღეს შინდისსა და წავკისში განხორციელებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
შინდისში კაპიტალურად მოეწყო მერანის ქუჩა, რომლის მეშვეობითაც ორი ერთმანეთისგან მოწყვეტილი მოსახლეობის მიერთება განხორციელდა.
როგორც ჯაბა ჯიშკარიანმა აღნიშნა, ადგილობრივ მაცხოვრებლებს სკოლაში შემოვლითი გზით უწევდათ სიარული, აღნიშნული მონაკვეთის აღდგენით კი, ბავშვებისთვის მანძილი მინიმუმ 2 კილომეტრით შემცირდა.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მთლიანად გამოიცვალა შიდა კომუნიკაციები, მოწესრიგდა ხევიდან გამდინარე სანიაღვრე სისტემა და 4 ათას კვ.მ ფართობზე დაიგო გზის ახალი საფარი.
საკრებულოს დეპუტატმა და გამგეობის წარმომადგენლებმა დღესვე წავკისში მდებარე ვ. გორგასლისა და სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ქუჩები დაათვალიერეს.
ბადრი ხვადაგიანის განცხადებით, აღნიშნულ მონაკვეთზე გზის საფარი საერთოდ არ არსებობდა, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე კი უკვე დაიგო 6 ათასი კვ.მ. ფართობის გზა და კაპიტალურად მოეწყო სანიაღვრე ქსელი.
ანალოგიური ინფრასტრუქტურული სამუშაოები კოჯორში და კიკეთში მდებარე რამდენიმე ქუჩაზეც განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები