„სი-ენ-ენი” საქართველოს საიმიჯო ვიდეორგოლს აჩვენებს (ვიდეო)

„სი-ენ-ენი“ საქართველოს საიმიჯო ვიდეორგოლს აჩვენებს.
ვიდეორგოლი 30-წამიანია და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს პოპულარიზაციას და წარმოაჩინოს ქვეყნის, როგორც რეგიონული ცენტრის როლი.
ასევე, საიმიჯო ვიდეორგოლის მიზანია, ხაზი გაუსვას საქართველოს ტრანზიტულ დანიშნულებას და ქვეყნის უნიკალურ სტრატეგიულ მდებარეობას, რომელიც ევროპის, კასპიის რეგიონის, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს შორის მზარდი სავაჭრო ნაკადებით სარგებლობის შესაძლებლობას იძლევა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საიმიჯო ვიდეორგოლი „სი-ენ-ენის“ ეთერში, 2015 წლის 21 სექტემბრიდან 2016 წლის მარტის ჩათვლით გავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები